“მაკო გომურთან როგორმე ურთიერთობას გავარკვევ, ჩემი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით“ – გიორგი გახარია

“სამწუხაროდ, 20 ივნისის აქციაზე 250 ადამიანი დაშავდა იმიტომ, რომ პარლამენტზე შტურმი განახორციელეს უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ლიდერებმა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 20 ივნისის აქციის შეფასებისას განაცხადა

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ის გრძნობს მორალურ პასუხისმგებლობას იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ აქციის შეწყვეტის პერიოდში დაზიანდნენ.

„მათი დამზიანებლები არიან დაკავებული. გამოძიება გრძელდება და ყველა, ვინც ამ აქციის შეწყვეტის დროს ჩაიდინა გადაცდომა, იქნება დაკავებული. ეს გამოძიების ნაწილია. მაკო გომურთან მე როგორმე ურთიერთობას გავარკვევ, ჩემი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები