“მაინც დაგაბოქლომებთ“ – გიორგი ვაშაძე “ქართულ ოცნებას”

„სამოქმედო გეგმა გამზადებულია სახელწოდებით – „მაინც დაგაბოქლომებთ“, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე გაჟღერდება მათი სტრატეგიები.

„19:00 საათზე ახალგაზრდების მხრიდან გაკეთდება განცხადება იმ შეთანხმებისა და სტრატეგიის შესახებ, რომელიც გვაქვს. მივმართავ „ქართულ ოცნებას“, მაინც დაგაბოქლომებთ“, – თქვა გიორგი ვაშაძემ. 

ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაიმართა, სადაც სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.

მსგავსი თემები