მაიმუნებზე კვლევამ აჩვენა, რომ “კორონავირუსით” ხელახლა ინფიცირება არ ხდება (ვიდეო)

მედიცინის დოქტორმი თამარ ობგაიძე გავრცელებულ ინფორმაციას კორონავირუსით ხელახლა დაინფიცირების შესახებ არ ადასტურებს. ობგაიძე უფრო სარწმუნო ვერსიად ტესტების არასრულყოფილებას თვლის, მისივე ინფორმაციით, დაზუსტებით თქმა, რომ დაინფიცირება მეორდება არ შეიძლება.

„კვლევები იყო ჩინეთიდან, გამოკვლეული იყო 200 -მდე ადამიანი, რომლსაც აღენიშნათ ხელახლა დადებითი ტესტის პასუხი, რაც ნიშნავს, რომ ხელმეორედ დაემართათ “კორონავირუსი. ეს ძალიან სადაო საკითხია. შესაძლებელია, ეს დაკავშირებული იყო ტესტების არასრულყოფილებასთან და არა ხელახალ დაავადებასთან. მაიმუნებში იყო კვლევა ჩატარებული, სადაც დადგინდა, რომ ხელახლა ინფიცირება არ მომხდარა. სავარაუდოდ, ეს იყო ტესტების არასრულყოფილების ბრალი და არა ხელახლა დაავადების მაჩვენებელი, ამაზე დაზუსტებით საუბარი არ შეგვიძლია“ – განაცხადა თამარ ობგაიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები