მაია ცქიტიშვილი: არც ერთი თანამდებობა, არც ერთი ბანკის მეწილეობა, არ შეიძლება იყოს იმუნიტეტი

“არც ერთ პროექტში მონაწილეობა, არც ერთი თანამდებობა, არც ერთი ბანკის მეწილეობა, არ შეიძლება იყოს იმუნიტეტი”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადირაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა მინისტრს კონსულტაციები პროკურატურასთან, მამუკა ხაზარაძის საკითხთან დაკავშირებით.

„სხვა დროა საქართველოში და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტსაბჭოს წევრიც ვარ, ვიცე-პრემიერიც და რეგიონული განვითარების მინისტრიც, პროკურატურა მე არაფერს მითანხმებს და, ასევე, სხვასაც არაფერს უთანხმებს. სხვა დროა დღეს საქართველოში და ასე არ ხდება.

არც ერთ პროექტში მონაწილეობა, არც ერთი თანამდებობა, არც ერთი ბანკის მეწილეობა, არ შეიძლება იყოს იმუნიტეტი რაიმე სახის კითხვებისაგან და ვერავის დაიცავს იმ პასუხისმგებლობისგან, რაც შეიძლება, ამ კითხვებს მოყვებოდეს. ამ შემთხვევაში, მეც გულწრფელად ვისურვებდი, რომ ასეთი კითხვები საერთოდ არ არსებობდეს“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები