მადრიდის ყინულის სასახლე მორგად კეთდება – კატასტროფა ესპანეთში

„ახალი კორონავირუსის“ გავრცელების გამო, ესპანეთი მიცვალებულთა „დაბინავებას“ ვერ ასწრებს. ხეზე მომუშავე საამქროები კი ავეჯის შეკვეთებს არ იღებენ და კუბოების შეკვეთებზე გადაერთნენ.

ქვეყანაში 2 696 ადამიანია დაღუპული. სპეციალისტები შემთხვევების მატებას ელოდებიან, ამიტომ ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, მადრიდის ყინულის სასახლე, სადაც ბავშვები ციგურებზე სრიალებდნენ, დროებით მორგად გადაკეთდება.

ყინულის სასახლეში პირველად იმ 17 მოხუცის ცხედარი გადაასვენეს, რომლებიც სამხედროებმა მიტოვებულ თავშესაფრებში აღმოაჩინეს. 

პენსიონერების ნაწილი საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიებას აქვს ვერსია, რომ პერსონალმა თვითნებური გადაწყვეტილება მიიღო, თავშესაფარი დატოვა და უმწეო მოხუცები მიატოვა. საქმეს პროკურატურა იძიებს.

პარალელურად, იმ თავშესაფრებში, რომლებიც ფუნქციონირებს, პაციენტებიც გადაჰყავთ.

მსგავსი თემები