მადრიდის რეალის საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდების წევრები კარანტინში არიან

მადრიდის რეალის საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდის წევრები კარანტინში არიან. საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც მადრიდის რეალის განცხადებაში ვკითხულობთ, რეკომენდაციის მიხედვით, კარანტინში საფეხბურთო გუნდისა და საკალათბურთო გუნდების წევრები უნდა გადავიდნენ, რადგან ერთ სივრცეში ვარჯიშობენ. 

“ლა ლიგისა და ევროლიგის მატჩები, რომლებიც დღეს და ხვალ იყო ჩანიშნული, არ ჩატარდება”, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ესპანეთში კორონავირუსით 2 277 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 55, გამოჯანმრთელდა 183. 

გუშინ, 11 მარტს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

მსგავსი თემები