„მაგრები ვყოფილვართ, თუ ჩვენ მოვითხოვეთ შეხვედრა და მობრძანდა ლავროვი” – თეა წულუკიანი

„ძალიან მაგრები ვყოფილვართ, თუ ჩვენ მოვითხოვეთ შეხვედრა და მობრძანდა ლავროვი და დაგვიჯდა, ყოჩაღ ზალკალიანს“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

თეა წულუკიანმა ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრას გაბედული გადაწყვეტილება უწოდა, რადგან მისი შეფასებით, ეს სახელმწიფო ინტერესებისთვის იყო საჭირო.

თეა წულუკიანის განმარტებით, ოპონენტები ლავროვის განცხადების გამოყენებას ცდილობენ, როდესაც რუსმა დიპლომატმა თავად თქვა, რომ შეხვედრა ქართულმა მხარემ მოითხოვა. მინისტრის შეფასებით, ოპონენტებმა მინიმიზაცია მოახდინეს იმ საკითხის, რომ თითქოს სულაც არ არის მნიშვნელოვანი ავიარეისების აღდგენა.

თეა წულუკიანის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ურთიერთობების სტაბილიზება.

მსგავსი თემები