“მივესალმებით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას” – ლიეტუვის საგარეო უწყება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. დიპლომატიური უწყება აცხადებს, რომ მომავალში მსგავსი ტიპის დაკავებების აღარ უნდა მოხდეს.

„მივესალმებით სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის პატიმრობიდან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, რომელიც 9 ნოემბერს „საზღვრის“ უკანონო კვეთისთვის დააკავეს. მომავალში მსგავსი ტიპის დაკავებები არ უნდა მოხდეს და ყველასთვის თავისუფალი გადაადგილება გარანტირებული უნდა იყოს“, – აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის​“ გვერდზე.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თვეზე მეტი იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, დღეს გაათავისუფლეს.

მსგავსი თემები