ლონდონის ბირჟაზე ბარელი ნავთობის ფასი დაეცა

ბრენტის ტიპის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე 54 დოლარამდე დაეცა. ბარელი ნავთობის ფასი 54 დოლარზე ქვემოთ ბოლოს 2019 წლის 3 იანვარს აღინიშნა.

ნავთობის ფასზე ზეწოლას ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელება იწვევს. საქმიანი აქტივობის და ტურიზმის შემცირების პირობებში, ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნა 20 პროცენტით შემცირდა.

ჩინეთი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი და ნავთობის სიდიდით მეორე მომხმარებელია, ამიტომ მოთხოვნის შემცირება ნავთობის ფასებს სავარაუდოდ კიდევ უფრო შეამცირებს.

ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის წარმომადგენლები, ისევე როგორც რუსეთი, შეთანხმდნენ, რომ 4 და 5 თებერვალს ნავთობის ბაზრებზე არსებული ვითარების განსახილველად ვენაში შეხვდებიან.

მსგავსი თემები