ლილუ და ნოვა, ძაღლებისგან გადარჩენილი მოშინაურებული ბეღურები სამეგრელოში

ლილუ და ნოვა, 9 წლის ფოთელი გოგონას, ანამარიას ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. ბარტყები სწორედ მან იხსნა ძაღლებისგან, მოუარა, გამოაჯანმრთელა და დღეს მისი ოჯახის წევრები არიან. მოშინაურებული ბეღურები, 2 თვეა ანამარიასთან ერთად ცხოვრობენ, მასთან ერთად სეირნობენ და არსად მიფრინავენ.

„ბარტყებს სახელები მე შევურჩიე, მინდოდა, ერთმანეთის მსგავსი სახელები რქმეოდათ, რადგან ძალიან გავდნენ ერთმანეთს. ერთი ბარტყი გარეთ ვიპოვეთ ეზოში, მეორეს კი ძაღლი მისდევდა, უნდა შეეჭამა. 2 თვეა, ჩემთან ცხოვრობენ. მერე გალიაც ვუყიდეთ და ვუვლი როგორც შემიძლია.  ვერ დაფრინავდნენ და ძალიან შემეცოდა. ფრთაც მოტეხილი ჰქონდა. ძირითადად ვაჭმევ პურს, ხორცს და სპეციალურ საკვებს. გალიიდანაც ვუშვებ, მაგრამ არ მიფრინავენ. ოთახშიც სეირნობენ და ეზოშიც. როცა დაიღლებიან, ისევ გალიაში ბრუნდებიან. ლილუ და ნოვა ჩემი ოჯახის წევრები არიან,“ – გვიყვება ანამარია.

ანამარიას ძაღლიც ჰყავს, თუმცა, ბეღურებთან ისიც მეგობრობს და პირის გაკვრა არც კი უცდია.  

მსგავსი თემები