“ლილო მოლის” ტერიტორიაზე მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

“ლილო მოლის“ გენერალური დირექტორის, გია კვარაცხელიას თქმით, ერთ-ერთი მეტროსადგურის მშენებლობა „ლილო მოლის“ ტერიტორიაზეც იგეგმება.

„მრავალი ჭორი გავრცელდა ისტორიულ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც რვა მეტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს და პრემიერისგან მივიღეთ გარანტია, რომ აღნიშნული პროექტი განხორციელდება.

ეს არის მეტროს ახალი სადგურები, რომლის ბოლო სადგური არის „ლილო მოლში“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, თბილისის აღმოსავლეთის მოსახლეობა ელოდება ამ პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა.

მსგავსი თემები