“ლიეტუვა, რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერად”- დავით ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საგარეო უწყებაში შეხვედრა გამართა ლიეტუველ კოლეგასთან, ლინას ლინკევიჩუსთან,რომელიც ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს.

დავით ზალკანიანის განცხადებით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა ლიეტუვისა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობას და ლიეტუვის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისევე როგროც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

„აღინიშნა, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქვეყნებს შორის და ჩვენ გვაქვს მართლაც ხელშესახები შედეგები ამ თვალსაზრისით. წარმატებულად ვახორციელებთ საგზაო რუკას და ასოცირების დღის წესრიგს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ხელშეწყობა და თანადგომა, რაც გვაქვს ლიეტუველი მეგობრების მხრიდან, ევროპული ინტეგრაციის პროცესების დასაჩქარებლად, გვაძლევს ხელშესახებ შედეგებს, რომ მომავალშიც ინტენსიური იქნება და გვექნება შესაძლებლობა, მეტი კონკრეტული ნაბიჯი გადავდგათ ქვეყნის ფუნქციური მომზადებისთვის იმ საბოლოო მიზნისკენ, რასაც ჰქვია ევროკავშირში გაწევრიანება. ლიეტუვა ყოველთვის იყო და დღესაც რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერად “, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სავაჭრო ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იზრდება ლიეტუვადან ტურისტების რიცხვი საქართველოში, რასაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ქუთაისსა დავილნიუსს შორის

მსგავსი თემები