“ლიბერთი ბანკისა” და მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, აპრილში პენსიები წინასწარ გაიცემა

აპრილში პენსიები წინასწარ გაიცემა. “ლიბერთი ბანკისა” და მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 23 მარტიდან ასმილიონიანი პროგრამა ამოქმედდება. აღნიშნული საკითხი დღეს ბიზნესომბუდსმენმა და “ლიბერთი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა განიხილეს. სიახლე შეეხება ყველაზე სარისკო ჯგუფში მყოფ 70 წელს გადაცილებულ ადამიანს.

პროგრამის შესახებ დეტალები ორშაბათს გახდება ცნობილი.

პენსიების წინასწარ ჩარიცხვის თარიღის და ჩარიცხული თანხებით სარგებლობის წესების შესახებ “ლიბერთი” სპეციალურ განცხადებას 23 მარტს გააკეთებს.

მსგავსი თემები