რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ლენტეხში პირველ გამოჯანმრთელებულ პაციენტს კორონავირუსი 5 აპრილს დაუდასტურდა.
ლენტეხში ინფიცირების სულ ხუთი შემთხვევა არის დაფიქსირებული, რის გამოც მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.