ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული კარანტინი ამოქმედდება

ლენტეხის რაიონში სრული კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, ლენტეხის რაიონში ამოქმედდეს სრული კარანტინი. ლენტეხის რაიონში ამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რაც ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში მოქმედებს,” – აღნიშნა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს. 

მსგავსი თემები