“ლელო” ინფრასტრუქტურის სამინისტროს კორუფციაში ადანაშაულებს

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” ინფრასტრუქტურის სამინისტროს უპირისპირდება. მათი ბრალდებების მთავარი სამიზნეები დღეს სამშენებლო კომპანია “როუდ ქონსთრაქშენი” და მუნიციპალური განვითარების ფონდი გახდნენ. მოძრაობაში ხელისუფლების მხრიდან შესაძლო კორუფციასა და ნეპოტიზმზე საუბრობენ.

“ლელოს” ბრალდებებს ცილისწამება უწოდა “როუდ ქონსთრაქშენის” დირექტორმა. როგორც ვაჟა ფანჩულიძე განმარტავს, საგზაო ვალდებულებები კომპანიამ, ორივე შემთხვევაში, დათქმულ ვადაზე ადრე შეასრულა.

“როუდ ქონსთრაქშენის” წევრის ქეთი ენუქიძის მტკიცებით, კომპანიამ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის მონაკვეთზე სატენდერო ვალდებულების შესრულება 320 დღით, ხოლო ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე კი 243 დღით გადააცილა, მაგრამ ამაზე პასუხი არავის მოუთხოვია.

არაეფექტური მუშაობის გამო, “ლელომ” მუნიციპალური განვითარების ფონდიც გააკრიტიკა. კრიტიკას დაუსაბუთებლად თვლიან ფონდში და ამბობენ, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს 250-ზე მეტი პროექტი ხორციელდება.

“ლელო” პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს, თუმცა ორგანიზაციას უწყებაში დოკუმენტაცია ჯერ არ გადაუგზავნია.

მსგავსი თემები