“ლელომ” ახალი წევრები წარადგინა და პარტიაში გაწევრიანება ყველას შესთავაზა

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პოლიტიკური პარტია „ლელო“ 12 დეკემბერს დაფუძნდება და მისი ოფისი „თბილისი ცენტრალში“ იქნება.

მამუკა ხაზარაძემ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ 12 წევრის წარდგენისას განაცხადა, რომ პარტიაში გაწევრიანების საშუალება ყველას შეეძლება და პროცესი გაუმჭვირვალე იქნება. 

„პარტია „ლელო“ დაფუძნდება დეკემბრის 12-ში. ეს იქნება დამფუძნებელი ყრილობა და ვაცხადებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი შემოგვიერთდა, პარტიაში გაწევრიანება არის ღია. მე პირადად ვიქნები ის ადამიანი, რომელიც შეხვდება პარტიის მომავალ წევრებს ხელის ჩამორთმევით, თვალებში ჩახედვით, იმისათვის, რომ ჩვენ ერთად გამოვიდეთ დამარცხებული მდგომარეობიდან და გადავიყვანთ ქვეყანას გამარჯვებისკენ. პარტიის ოფისი წლის ბოლოს „თბილისი ცენტრალში“ გაიხსნება, სადაც ყველა გზა მოდის და  ყველა მატარებელი აქ ჩამოდის. მგზავრები რეგიონიდან თუ საავტომობილო ტრანსპორტით, სწორედ აქ იკრიბება. თითოეულ მათგანთან გვექნება დიალოგი. ეს პარტია იქნება არა ვიღაცის, არამედ თქვენი პარტია. ეროვნული თანხმობის გაერთიანებით ერთობლივად უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ მორიგია ახალი 12 წევრია: ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი, საჯარო მოხელე ლევან ასლანიშვილი, არქიტექტორის ანი ბიბილაშვილი, ინჟინერი კახა ჯუღელი, ინგისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი ნინი შათირიშვილი, კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტის თამა სეფიაშვილი, დიასახლისი ხათუნა ბერიშვილი-ლობჟანიძე, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი ბექა ყულოშვილი, კომუნიკაციების სპეციალისტი გიორგი მიკირტიჩიანი, ბუღალტერი დათო მესხი, ინჟინერ-მექანიკოსი, ინჟინერ-ჰიდრავლიკოსი დავით დარბაიძე, უცხო ენების სპეციალისტი ნატალია დევდარიანი, სამართალმცოდნე თათია ჯიმშიტაშვილი.

მსგავსი თემები