ლევან ხაბეიშვილს 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძაობის“ წევრს, ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილიბრივ დააკმაყოფილა, პროკურატურა გირაოდ 3 000 ლარს ითხოვდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილს თბილისის საკრებულოს დერეფანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე წარედგინა ბრალდება. „მას ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით“, – აცხადებენ პროკურატურაში.

მსგავსი თემები