ლევან ძნელაძეს ღუდუშაურის კლინიკაში ბრალი წაუყენეს  

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე ლევან ძნელაძეს ბრალი ღუდუშაურის კლინიკაში რამდენიმე წუთის უკან წარუდგინეს. მას გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარების ტარებას ედავება, ასევე, სხეულის განზრახ დაზიანებას.

ბრალდებული დანაშაულს არ ეთანხმება და დუმილის უფლებას იყენებს. ლევან ძნელაძეს ყოფშიძის ქუჩაზე მომხდარ სს დანაშაულთან დაკავშირებით დაზარალებულის სტატუსი ჰქონდა, თუმცა, ეს სტატუსი ბრალდებულით შეიცვალა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, მასალები, რომელიც მას გადასცეს საკმაოდ ვრცელტანიანი და მის გასაცნობად დრო დასჭირდება.

„ამ ეტაპზე ვიყენებთ დუმილის უფლებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ჩვენ გადმოგვეცა 3 დისკი, ეს არის 212 დოკუმენტი და მას სჭირდება გაცნობა. ხვალინდელ სასამართლო პროცესზე ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ და იმედს ვიტოვებ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პატიმრობას არ შეუფარდებენ. რეალურად,  ის არის დაზარალებული“, – განუცხადა გელა ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ლევან ძნელაძის სასამართლო პროცესი ხვალ საავადმყოფოში გაიმართება. გამოძიება მიმდინარეობს სს კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 117-ე მუხლის  პირველი ნაწილით (სხეულის განზრახ დაზიანება).   

მსგავსი თემები