“ლევან მურუსიძე ჩემი კოლეგაა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ შევაფასებ” – მოსამართლეობის კანდიდატი

“ლევან მურუსიძე ჩემი კოლეგაა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არც ავად და არც კარგად არ შევაფასებ,” – ამის შესახებ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატმა მერაბ გაბინაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ეკა ბესელიამ მას ჰკითხა, შეეძლო თუ არა ლევან მურუსიძეს სანდრო გირგვლიანის საქმის აპელაციაში დაბრუნება და კერძო განჩინების გამოტანა.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის მერაბ გაბინაშვილის მოსმენა გრძელდება. დეპუტატების კითხვები ძირითადად მის წარსულ სამოსამართლეო საქმიანობას და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ეხება.

კანონმდებლები უკვე გაესაუბრნენ თამარ ალანიას, მას დეპუტატების მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა და წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების გახსენება მოუწია, რაც 10 საათს გაგრძელდა.

მსგავსი თემები