„ლევან დადუნაშვილი თავს იცავს, ხელს აჩვენებს, არ დამარტყა-ო“ – საქმის პროკურორის დაკითხვა

პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ პარლამენტის სპეციალურ საგამოძიები კომისიას ფოტომასალების საშუალებით დეტალურად გააცნო ის ადგილები და ვითარება, რა ვითარებაც განვითარდა ხორავას ქუჩაზე 2 ახალგაზრდას მკვლელობის დღეს.
​როგორც საქმის მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, ახალგაზრდებს შორის ჩხუბი სულ 3 ლოკაციაზე მიმდინარეობდა.

„სულ არის 3 ლოკაცია. ერთი ლოკაცია ფარდულში, მეორე ლოკაცია გარეთ, აუდის მარკის მანქანის მიმართულებით, სადაც შეხლა-შემოხლა ხდება და მესამე ლოკაცია – ვერცხლისფერი „ფორცვაგენის მარკის“ ავტომობილისკენ, მანქანის მხარეს. ამ ტერიტორიაზე ხდება ა.დ.-ს ცემა 51-ე სკოლელების მიერ. იდენთიფიცირება, ვინ სცემს ა.დ-ს ვერ ხერხდება. ასევე, დაზიანებები ა.დ.-ს არ აქვს. ჩხუბი სამივე ლოკაციებზე ერთდროულად მიდის. როცა დაიძახეს დაიჭრაო, ვინ დაიძახა ეს ვერ დგინდება, მაგრამ ხმა ყველამ გაიგონა. ზოგი ამბობს რომ დაიჭრა და გავიქეცით-ო…და გასვლა ხდება არკაში გასასვლელიდან, ეზოს მხრიდან. ამ დროს, როცა გადიან, აქ ჯგუფურად არის კონფლიქტები, როგორც მოწმეების ნაწილი ამბობს, ამ ადგილზე წაქცეული იყო ერთი პიროვნება ა.დ. ის ამბობს, ფეხი დამიცდა-ო, ზოგი ამბობს, რომ ის წააქციეს და ცემდნენ. სადაც წაიქცა, იქვე იმყოფება ლევან დადუნაშვილი. ზოგი ამბობს, რომ ლევან დადუნაშვილი მიემართებოდა ა.დ.-სკენ რომ დაერტყა მისთვის, ზოგი არ ადასტურებს ამას… ლევან დადუნაშვილი არის პირისახით გ.ბ.-სთან როცა მისკენ მიიწევს ლევანი. გ.ბ. ხელთ არსებულ იმავე დანას უქნევს დადუნაშვილს და ის იშვერს ხელებს და იწევს უკან. ლევან დადუნაშვილს ამიტომ ჭრილობები აქვს თითებზე. ის თავს იცავდა, ხელს აჩვენებს არ დამარტყაო. ამ დროს დანა ხვდება მარცხნივ მუცლის არეში სადაც არის 1 შემავალი ჭრილობა 4 სმ და მეორე, სავალალო ჭრილობა არის ირიბად გულ-მკერდის წინა არეში. ეს არის ჭრილობა, რამაც გამოიწვია ამ ახალგაზრდა ბავშვის გარდაცვალება. ის აქ იხრება. აქვეა დათო სარალიძე და სხვები…“

მსგავსი თემები