ლევან გორელაშვილი: ბაგრატიონია თუ სიხარულიძე, დნმ ანალიზით ვერ დადგინდება

ანა ბაგრატიონ-გრუსზინსკის ადვოკატი ლევან გორელშვილი, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის მიერ გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ პიროვნების გვარის დადგენა დნმ-ის ანალიზით შეუძებელია.

როგორც ლევან გორელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფენციაზე განაცხადა, აღნიშნული განცხადება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა.  

„გუშინ პროცესის დაწყებამდე ახალი ჭორი გავცელდა რომელიც საზოგადოებამ აიტაცა. ხომ არსებობს ანდაზა ტყულსა და მოკლე ფეხებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ტყუილს ფეხებიც კი არ აღმოაჩნდა, რადგან შუადღეს მოყოლილმა ჭორმა საღამომდეც ვერ გასტანა, იმიტომ რომ საპატრიაქომ საღამოსვე უარყო ეს დეზინფორმაცია“- აღნიშნავს გორელაშვილი.

უფლებადამცველი აცხადებს, რომ დაპირისპირებულ მხარეს საზოგადება მიზანმიმართულად შეყავს შეცდომაში, რადგან დნმ-ის ტესტით დადგენა ეს პიროვნება ბაგრატიონია თუ სიხარულიძე, შეუძლებლია.

“ეს არის წინასწარ გათვლილი საზოგადიების შეცდომაში შესაყვანად, დღეს ვაპირებდით, რომ საპატრიაქროდან წერილობითი ფორმით გამოგვეთხოვა დოკუმენტაცია, თუმცა ეს სჭიროება მოიხსნა, რადგან გუშინვე უარყო ინფორმაცია საპატრიარქოს წარმომადგენელმა”, – განაცხადა ლევან გორელაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები