“დავარეგისტრირებთ კანონპროექტს, რომლითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა შეჩერდება” – ლევან გოგიჩაიშვილი

მომავალ კვირაში დავარეგისტრირებთ კანონპროექტს, რომლითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი შეჩერდება, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უფრო მეტი მცდელობა საჭირო, რომ ქვეყანას ავარიდოთ მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურ დებატებში შემოდიან და ყველაფერს კადრულობენ.

„ჩვენ ვნახეთ კონტროლს მიღმა მოსამართლეები, რომლებიც შემოდიან პოლიტიკურ დებატებში და ყველაფერს კადრულობენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათზე დიდი წარმოდგენა არასდროს გვქონია. ვერ გეტყვით, რომ ამ გადაწყვეტილებით პროცესი შეიძლება გარანტირებულად ისე დამთავრდება, როგორიც არის საზოგადოების დაკვეთა. როგორც ჩანს, უფრო მეტი მცდელობა მოგვიწევს, რომ ქვეყანას ავარიდოთ იმ ხალხის გემოვნებით შერჩეული მოსამართლეები, ამიტომ განსაკუთრებული კმაყოფილების განცდა არ მაქვს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი თემები