ლგბტ თემის კონტრ-აქციაზე დაკავებული, კვირეულის წინააღმდეგ მშვიდობიან აქციაზე ისევ გამოვა

„დამაკავეს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე ცენზურის გამო“ – აცხადებს 14 ივნისს მთავრობის კანცელარიის წინ დაკავებული, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე მიხეილ გრძელიშვილი, რომელიც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია და იმედს იტოვებს, რომ ადმინისტრაციულ სასჯელს შეუფარდებენ.

როგორც მიხეილ გრძელიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კანცელარიიდან, კონტრ-აქციაზე, ლგბტ თემის წასვლას ითხოვდა: „დაიწყო ქაოსი. მამაოს მიმართ მოხდა ძალადობა. ვცდილობდი, შუაში ჩავმდგარიყავი და არავინ დაზარალებულიყო. ამასობაში, მომკიდეს ხელი და წამიყვანეს. რის შემდეგაც დამაბრალეს ფაშიზმი, რომ ვარ გაწევრიანებული ძალიან ბევრ ორგანიზაციაში, ვმოქმედებ რუსეთის სახელით და ასე შემდეგ. არ ვარ არც ფაშისტი და არც არავის სახელით ვმოქმედებ. მე ვარ საქართველოს მოქალაქე და არ მინდა ჩემმა შვილებმა უყურონ ამ გარყვნილებას, რასაც ლგბტ თემი ცდლობს. ამას მოვითხოვ“ – აღნიშნა გრძელიშვილმა.

ეს ის მამაკაცია, რომლის ფოტოები წელს ზემოთ, გაშიშვლებული სოციალურმა ქსელმა მოიცვა. როგორც გრძელიშვილი აცხადებს, მას მაისური შემოახიეს, რის გამოც შიშველი იყო.

„დამაკავეს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე ცენზურის გამო. ცენზურა, რა თქმა უნდა, იყო ჩემი მხრიდან და სრულიად სამართლიანად მაქვს მუხლი წაყენებული. მაგრამ, იქიდანაც იყო ცენზურა. ვითხოვდი სიტყვიერ განცხადებას და ვემორჩილებოდი ნებისმიერ პოლიციის განცხადებას, რომ დამეწია უკან, დამეცვა წესრიგი. „ძიძგილაობასა“ და ხალხის გაწევ-გამოწევაში, შემომახიეს მაისური,“- განაცხადა მიხეილ გრძელიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ და აღნიშნა, რომ ისევ გააგრძელებს მშვიდობიან ბრძოლას, რომ „გეი პარადი“ არ ჩატარდეს“.

მსგავსი თემები