“ლარის გამყარების მხოლოდ ნეგატიური მოლოდინი გვაქვს” – ნათია თურნავა

“შეუძლებელია ისაუბრო ეკონომიკაზე და არ აღნიშნო მასზე პოლიტიკური პროცესების გავლენა. ბოლო დროინდელმა პროცესებმა, არეულობის მცდელობამ, პარლამენტზე შტურმმა, ლარი მნიშვნელოვნად დააზარალა” – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ლარის დღევანდელი მდგომარეობა მხოლოდ რუსეთის მიერ გამოცხადებული ემბარგოს შედეგი არ არის, მასზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიც მოქმედებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკის განვითარების კუთხით, დადებითი მოლოდინი არ აქვს.

“ტურიზმი უცხოური ვალუტის ერთ-ერთი დიდი შემომტანია, რაც ხელს ეროვნული ვალუტის, ლარის გამყარებასაც უწყობს. ლარის გამყარების მხოლოდ ნეგატიური მოლოდინი გვაქვს, რაც რამდენიმე ფაქტორით საზრდოობს. მათ შორის, ერთ-ერთი, ტურიზმის დიდი გამოწვევის წინაშე დადგომა, მეორე კი, არასტაბილურობის გამოძახილია, რაც მალე დაიმკვიდრებს სიმშვიდე ქვეყნაში, რაც უფრო პასუხიმგებლობის გრძნობით მივუდგებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ფაქტორს, რაზეც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაა დამოკიდებული, მით უფრო მალე გავუმკლავდებით ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ ლარის ამჟამინდელი ოფიციალური კურსი, დოლართან მიმართებაში 2,86-ია.

მსგავსი თემები