ლავროვი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესებაში დასავლეთს ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესებაში დასავლეთს, უპირველეს ყოვლისა კი, აშშ-ს ადანაშაულებს.

ლავროვმა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომიც გაიხსენა და თქვა, რომ მაშინ ქართულ ჯარს ამერიკელი ინსტრუქტორები წვრთნიდნენ.

მისი განცხადებით, რუსეთში არ აქვთ ქართველი ხალხისადმი ნეგატიური დამოკიდებულება და მათი მიზანი არასდროს ყოფილა საქართველოსთან ურთიერთობის გაუარესება.

„ყოველივე ეს იმის გამო ხდება, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგები, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატები, ყველანაირად ცდილობენ, მოწყვიტონ ჩვენი მეზობლები რუსეთის ფედერაციას. 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მთლიანად “უმტყუნა მუხრუჭებმა” და გაფრთხილებების მიუხედავად, მან გადაწყვიტა ძალა გამოეყენებინა სამხრეთ ოსეთში და შემდეგ აფხაზეთში. მაშინ იქ მუშაობდა ათეულობით ამერიკელი ინსტრუქტორი, ისინი წვრთნიდნენ ქართული სპეცდანიშნულების რაზმებს და სამხედროებს. ბრძანებები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის დასაკავებლად იყო გაცემული, დანაშაულებრივია. ის თავს დაესხა საკუთარ მოქალაქეებს, სამშვიდობოებს, რომელთა შორის იყვნენ რუსი სამხედროები. ვიმეორებ, ქართველი ხალხისადმი ნეგატიური და მიკერძოებული დამოკიდებულება არ გვაქვს, პირიქით, საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვცხოვრობდით ერთად, ვაფასებთ ერთმანეთის კულტურასა და წეს-ჩვეულებებს,“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მსგავსი თემები