ლაგოდეხში, გერმანელი ტურისტი დაიღუპა

ლაგოდეხის  ნაკრძალში, გერმანელი ტურისტი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ჩანჩქერიდან გადმოვარდა. ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

გერმანელი ტურისტი მეუღლესთან ერთად ლაგოდეხში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. ოჯახი ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა.

“წყვილი გერმანიიდან მოგზაურობდა საქართველოში, იმყოფებოდნენ ლაგოდეხის ნაკრძალში და მიემართებოდნენ როჭოს ჩანჩქერის სანახავად. ეს არ არის ყველაზე რთული ბილიკი ლაგოდეხში არსებული ტურისტული ბილიკებიდან და რაღაც გარკვეულ მონაკვეთზე მამაკაცს ფეხი დაუცდა და სამწუხაროდ გარდაიცვალა,”-განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა. 

მსგავსი თემები