ლაგოდეხის ტყეში, საველე სამუშოები დაიწყება

ლაგოდეხში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყება. საველე სამუშაოები 21 116   ჰა  ფართობზე განხორციელდება, რომლის საფუძველზე 10 წლიანი მართვის გეგმა მომზადდება. ლაგოდეხში ტყის ბოლო ინვენტარიზაციის სამუშაოები 1993 წელს განხორციელდა.

როგორც სატყეო სააგენტოში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, კვალიფიციური კადრის სიმცირის გამო, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მომზადდა  მეტყევე-ტაქსატორების  გადამზადების სპეციალური,  სამ თვიანი  თეორიული და პრაქტიკული კურსი,  სააგენტოს მეტყევე სპეციალისტების მიერ გადამზადდა 15 ახალგაზრდა მეტყევე, რომლებიც ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე  დასაქმდებიან.

დღეისათვის, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განახლებულია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 232 316 ჰა ფართობისათვის და მომზადებულია ტყის მართვის 10 წლიანი გეგმები.

მსგავსი თემები