ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვა მოეწყო

ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით და მაჟორიტარის ბიუროს ორგანიზებით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვა მოეწყო.

წარმოდგენილი იყო ოცამდე დამწყები და გამოცდილი მეწარმე ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებიდან. საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს თბილისიდან მოწვეულმა მეწარმეებმა.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, ღონისძიების მიზანია ადგილობრივი ხელნაკეთი წარმოების და დამწყები ბიზნესის პოპულარიზაცია. მსგავსი ღონისძიებები, ადგილობრივი სოციალური ჯგუფების ხელშეწყობისა და მათი ეკონომიკური განვითარების მიზნით ზაფხულის განმავლობაში კიდევ არაერთხელ მოეწყობა.​

ღონისძიებას შვეიცარიაში საქართველოს ელჩი და შვეიცარიელ ინვესტორებიც ესწრებოდნენ.

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალიტეტის საკრებულო, მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ ყვარელში, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციამ და სასტუმრო “ვალდი“.

მსგავსი თემები