„კორონავირუსის გავრცელების მთავარ საფრთხეს უსიმპტომო პაციენტები წარმოადგენენ“-კორონავირუსი სიმპტომების გარეშეც მიმდინარეობს

„კორონავირუსი დაავადებულთა 1/5 -ში მძიმედ მიმდინარეობს, 80%-ში მსუბუქად“- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განცხადა.

ცერცვაძემ ყურადღებას დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობაზე ამახვილებს, მისივე ინფორმაციით ვირუსის მატარებელი, რომელიც რამდენიმე სათის წინ დადასტურდა ახალგაზრდა 31 წლის ქალია: „საგულისხმოა, რომ ქალბატონს ვისაც ვირუსი დაუდასტურდა არ უმგზავრია რისკის შემცველ რეგიონში, თუმცა, როგორც აღმოჩნდა იტალიაში ყველა ადგილი სახიფათო გახდა. ამ პაციენტს არანაირი ჩივილი არ აქვს, არც ტემპერატურის მატება“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ არა გამკაცრებული სიფრთხილე აღნიშნული პიროვნებები დაავადების გამავრცელებლები იქნებოდნენ:

“მე მინდა გითხრათ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი,პირველი კორონავირუსით ინფექცია მიუხედავად იმისა რომ ხალხში არსებობს წარმოდგენა რომ მძიმედ მიმდინარეობს, ზოგჯერ სასიკვდილოდ, სინამდვილეში მხოლოდ 1/5 შემთხვევებში მიმდინარეობს მძიმედ, 80% საშუალო სიმძიმით, უსიმპტომოდ, ამის შესანიშნავი მაგალითია ის, რომ ორ პაციენტს, რომლებსაც ჩვენთან დაუდასტურდათ ინფექცია დადასტურების მომენტში ორივე იყო უსიმპტომო და ეს ძალიან სერიოზულია, რომ არ ყოფილიყო მაღალი სიფხიზლე ამ პაციენტების მიმართ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მოგზაურობდნენ რისკის ქვეყნებში და მხოლოდ კლინიკური ნიშნებით ემსჯელათ არცერთ მათგანს არ ჰქონდა მაღალი ტემპერატურა ისინი არ მოხვდებოდნდენ ჩვენთან და გაავრცელებდნენ ინფექციას.

სწორედ უსიმპტომო პაციენტები წარმოადგენენ მაღალ საფრთხეს, რადგან მძიმე და  სიმპტომიანი ისედაც იზოლირებულია და წევს, უსიმპტომო პაციენტი კი შესაბამისად არ მოერიდება ხალხთან კონტაქტს და სხვებსაც დააავადებს.“- თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები