კორონავირუსით გარდაცვლილ 79 წლის ქალს სხვადასხვა თანმხლები დაავადებაც ჰქონდა

მარნეულელი 79 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული გარდაიცვალა. ის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი განმარტავს, რომ მას სხვადასხვა თანმხლები დაავადება აღენიშნებოდა. 

“თანდართული ანამნეზით კახექსიამ, ჰიპერტენზიამ და მკვეთრი წონის დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს კოვიდინფექციისა და ნებისმიერი ვირუსული ინფექციის მქონე პაციენტის დამძიმება. სამწუხაროდ, მაღალი ლეტალობის გამოსავლით. გარდაცვლილი ქალბატონი მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან 79 წლის იყო.

განვმარტავ, რომ ის მძიმე თანმხლები დაავადებებით იყო. ერთ-ერთი იყო გულის უკმარისობა მეოთხე კლინიკური ჯგუფით, რაც იმას ნიშნავს, რომ გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ, ქალბატონის მდგომარეობა, კარდიოლოგების მიერ, დეკომპენსაციით ფასდებოდა,”- აღნიშნა ლევან რატიანმა. 

https://mcm.ge/საქართველოში-კორონავირ-48/

მსგავსი თემები