კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობლიდან გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

თბილისში, ქეთევან წამებულის N 67-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისში“ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, წინასწარი დათვალიერებით, ბინაში მყოფი პირების გარდაცვალება კუსტარულად დამონტაჟებულმა ღია კამერის ტიპის წყლის გამათბობელმა გამოიწვია, რის შედეგადაც ბინაში CO დაგროვდა.

მათივე ინფორმაციით, კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ბინზესცენტრის წარმომადგენლები, აღნიშნულ ბინაში ტრაგედიამდე იმყოფებოდნენ და წყლის გამათბობლის ექსპლუატაციის პირობების დარღვევის გამო გამათბობელი ბუნებრივი აირის მილიდან ჩახსნეს და შეუწყდა გაზის მიწოდება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ბინის მფლობელმა გამათბობლი თვითნებურად დააერთა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქეთევან წამებულის N67-ში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილთა უმეტესობა ერთმანეთის ნათესავები იყვნენ, მათ ბინა ერთად ჰქონდათ ნაქირავები. 

მსგავსი თემები