კულტურის სამინისტრომ სტრატეგიული ამოცანები ვერ განახორციელა – დეპუტატი სამინისტროების გაერთიანებაზე 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გედევან ფოფხაძე სამინისტროების შემცირებას მხარს უჭერს და მიაჩნია, რომ არც ერთი სფეროს თვითმიზანი არ უნდა იყოს, მისი სახელობის სამინისტრო არსებობდეს, რადგან ხშირ შემთხვევაში არსებობს სამინისტრო, რომელიც თავის სფეროში რაიმე სტრატეგიულ ამოცანებს არ ახორციელებს.

“ვინმე იტყვის, რომ კულტურის სამინისტრომ სტრატეგიული ამოცანები განახორციელა კულტურის სფეროში და საზოგადოება კმაყოფილია ამ მიმართულებით? სამინისტროს არსებობა თავისთავად რომ ნიშნავდეს რომელიმე სფეროს კარგ მომსახურეობას ხელისუფლების მხრიდან, მაშინ ბუნებრივია, რაც უფრო მეტი სამინისტრო იქნებოდა ქვეყანაში, ცხოვრება უკეთესი იქნებოდა”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ დღეს, მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

​მისივე თქმით, კულტურა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული იდეის რეალიზატორი საზოგადოებაში. ამ მიმართულებით კი ქვეყანაში ბევრი არაფერი კეთდება.

“თეატრის, ქართული კინოს, კულტურის სხვა სფეროს საქმიანობა, რაღაც იდეას ემსახურებოდეს. კარგი თეატრები არსებობს, თუ ფილმს გადავიღებთ ესეც კარგია, მაგრამ იდეა არ არის.  ამ ყველაფერის კარგად გამართვას არ სჭირდება სამინისტროს, ამას სჭირდება სწორი იდეა”, – მიაჩნია დეპუტატს.

მისივე თქმით, როდესაც კულტურის, განათლებისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანებაზეა საუბარი, მინისტრი ყველა სფეროში გარკვეული ადამიანი ვერ იქნება, ის პირველ რიგში უნდა იყოს კარგი მენეჯერი. მისგან არ მოითხოვება იდეების შემოთავაზება კონკრეტულ სფეროში, იდეები უნდა გაჩნდეს სტრუქტურებში, რომლებიც ისედაც არსებობენ. ხოლო მინისტრმა, სწორ იდეებზე მიღებულ გადაწყვეტილებების სწორ მენეჯმენტზე უნდა იზრუნოს მინისტრმა.

 

მსგავსი თემები