„კულტურისა და განათლების სამინიტროს გაერთიანებამ დარგის დეგარდაცია გამოიწვია, კულტურა ჩაიკარგა”- დავით ოქიტაშვილი

„კულტურის სფეროს განათლების სამინიტროსთან გაერთიანება იყო უდიდესი შეცდომა, რომელმაც გამოიწვია კულტურის დარგების დეგარდაცია, ძალიან ბევრი მიმართულებით“- ამის შესახებ „კულტურის პალატის“ თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რადგან ქვეყანაში განთლება პრიორიტეტია, კულტურა მის ფონზე ჩაიკარგა და ამ სფეროში ბევრი რამ გაფუჭდა:

„არ შეიძლება კულტურის სფერო გაერთიანებული იყოს ისეთ სამინისტროსთან, როგორიცაა განათლების სამინისტრო, რადგან განათლება ნებისმიერ ქვეყანაში არის პრიორიტეტი, და აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტროში, მათთან შეერთებით, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა. მაგალითად, როდესაც აგაზავნი წერილს, კულტურის საკითხებზე, დაახლოებით 15 -20 დღე ელოდები პასუხს, იმიტომ რომ ეს მინისტრმა უნდა გაიაროს, მერე მოადგილეს უნდა დაავალოს კულტურის საკითხებში და ა.შ… ეს იყო უდიდესი შეცდომა, რომელმაც გამოიწვია დეგრადაცია კულტურის დარგების, ძალიან ბევრი მიმართულებით.  საქართველოში კულტურის სამინისტრო უნდა იყოს ის ორგანიზაცია, რომელსაც ქვეყნის მაჯაზე ედება ხელი, იმიტომ, რომ კულტურა არის იგივე ტურიზმი და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მსოფლიო გვიცნობს ჩვენი კულტურით,“ – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა „მედაცენტრ მთავარში“.

მისივე განმარტებით, ეფექტური მუშაობისთვის, სასურველია, განათლების სფეროს, კულტურასთან ერთად, სპორტის სამინისტროც გამოეყოს.

მსგავსი თემები