კრწანისის ტყე-პარკში, სამეურნეო კოტეჯი აშენდა, რომელშიც ველური ბუნების სააგენტოს თანამშრომლები განთავსდებიან.
როგორც სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ველური ბუნების სააგენტოს თანამშრომლების, ფუნქცია მოვალეობები, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ახალი ხეების დარგვა, პარკის პირველად დასუფთავება, ხმელი ხეების ჭრის კონტროლი და საირიგაციო კომუნიკაციების დაგეგმვა იქნება.
“ველური ბუნების სააგენტოს, კრწანისის ტყეპარკი 2019 წლის მარტიდან შეუერთდა. სააგენტო შეღობავს ტყე-პარკს, აღრიცხავს ტყის კორომებს, ჩაატარებს სანიტარულ-მოვლითი ღონისძიებებს და მცენარეთა ჩანაცვლებას, არსებული ტყის მოწყობისა და მოვლის სამუშაოების პარალელურად, „საქართველოს წითელი ნუსხის“ გადაშენების წინაშე მყოფი იშვიათი სახეობების ხე-მცენარეები ჩაირგვება,” – განაცხადეს სააგენტოში.
კრწანისის ტყეპარკი ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია. მისი ტერიტორიის 210 ჰა წარმოადგენს მტკვრის ჭალის ბუნებრივ ეკოსისტემას.