კრიმინალური პოლიციის მდგომარეობა საკმაოდ რთულია – გიორგი გახარია

 

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარია, ამ წუთებში პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ვითარება საკმაოდ რთულია. უბნის ინსპექტორი, ოპერატიული თანამშრომლის ან გამომძიებლის თანამდებობრივი პოზიციები, მხოლოდ სახელფასო გრადაციისთვის გამოიყენება.

„კრიმინალური პოლიცია სამართალდამცავი სისტემისა და კრიმინალთან ბრძოლის ხერხემალია, თუმცა, კრიმინალური პოლიციის დღევანდელი მდგომარეობა საკმაოდ რთულია. მაგალითად, ამ ყველაზე დიდ დეპარტამენტში არ არსებობს სპეციალიზაცია. დღევანდელი მდგომარეობით, თანამდებობრივი პოზიციები, როგორის არის უბნის ინსპექტორი, ოპერატიული თანამშრომელი ან გამომძიებელი, თითქმის დასახელებაა და მხოლოდ სახელფასო გრადაციისთვის გამოიყენება“, – აცხადებს მინისტრი.

მსგავსი თემები