„კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანების ადგილი არ არის პოლიტიკაში“- ანრი ოხანაშვილი

რომელ პოლიტიკურ შანსზეა საუბარი? კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში,- ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტების კითხვას ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ შანსებსთან დაკავშირებით.

ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას “ქართული ოცნება” მოიპოვებს, ხოლო ვანო მერაბიშვილს “სისტემური დანაშაულის მსხვერპლი ადამიანები გასცემენ პასუხს.”„ივანე მერაბიშვილი არის მხილებული უმძიმესი დანაშაულების ჩადენაში, ეს ადამიანი არის კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი და ეს ნათლად გამოჩნდა დღეს კიდევ ერთხელ. მე შემიძლია გითხრათ, რომ კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი, ე.წ. ლიდერი შეუერთდა იმ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერთა ჯგუფს, რასაც წარმოადგენს “ნაცმოძრაობა” მისი სატელიტი პარტიებით. ამ ადამიანს პასუხს გასცემენ ის დაზარალებულები, იმ სისტემური დანაშაულის მსხვერპლი ადამიანები, ვინც ამ ადამიანმა გააუბედურა, ჯერ ისინი უპასუხებენ მათ და ისინი გასცემენ პასუხს. რაც შეეხება პოლიტიკურად, ჩვენ ადრეც განგვიცხადებია და იცით, რომ “ქართული ოცნება” დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და “ნაციონალური მოძრაობა” დასრულდება საპარლამენტო არჩევნებში. კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში, კრიმინალურ მენტალიტეტს ვებრძვით ჩვენ, ვაგრძელებთ ბრძოლას და საზგადოება გამოიტანს განაჩენს როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალური თვალსაზრისით. რომელ პოლიტიკურ შანსზეა საუბარი?”- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები