კრიზისი ღრმავდება, ბანკები თვითნებობას განაგრძობენ – დავით ჭიჭინაძე ლარის კურსის ვარდნაზე

​მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრის, პარლამენტის დეპუტატ დავით ჭიჭინაძის აზრით, იმის გამო, რომ დროულად არ განხორციელდა საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები, ბანკები თვითნებობას განაგრძობენ და არჩევნების შემდგომ ეროვნული ვალუტა, ლარის კურსის ვარდნა კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” დავით ჭიჭინაძემ განუცხადა, სამწუხაროდ ქვეყანაში კრიზისი ღრმავდება და ცუდი ის არის, რომ არ კრიზისის შეგრძნება არ აქვს მთავრობას.

​​მისივე თქმით, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე უკეთ იცის რა ეკონომიკური გუნდიც ჰყავს და რომ ეს გუნდი არა თუ სახელმწიფო ეკონომიკურ პოლიტიკას, ერთი დიდი კომპანიის პოლიტიკასაც ვერ განსაზღვრავს.

“კრიზისი ყველაზე საშინელია, იმიტომ, რომ ის ერთ დღეს დგება და არა ნელ-ნელა, ხიფათის შემცველია ყოველთვის ფარული კრიზისები, ვიდრე გამჟღავნებული. ჩვენ გვახსოვს ის განცხადებები, რომელიც ექსპრემიერ-მინისტრმა გააკეთა ბანკებთან მიმართებაში, მათ არასამართლიან მოქმედებასთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ არ გადაიდგა ამ მიმართულებით რადიკალური ნაბიჯები, არ შევიდა საჭირო ცვლილებები საკანონმდებლო ბაზაში, ბანკები დღეს ამით სარგებლობენ და ეს არის უფრო ანგარიშსწორების მომენტი, ბანკების ფულის შოვნის მომენტი, რაც მათ წარმატებით მოახერხეს”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

რაც შეეხება ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების არგუმენტს, რომ ლარის კურსის ვარდნაზე გარე ფაქტორები მოქმედებს, ჭიჭინაძის მოსაზრებით, გარეთ იცვლება ვითარება, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში მდგომარეობა უარესობისკენ მიდის. “არჩევნების შემდეგ ლარის კურსი უნდა ველოდოთ რომ კიდევ უფრო დაეცემა”, – აცხადებს დეპუტატი.

მსგავსი თემები