„კრიზისი არის გლობალური და საქართველოს ეკონომიკაზე ექნება სერიოზული ზეგავლენა“ – გიორგი გახარია

გიორგი გახარიამ იმ მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე ისაუბრა, რაც მსოფლიოსთან ერთად საქართველოსაც გლობალური გამოწვევების წინაშე დააყენებს. პრემიერის თქმით ეკონომიკის დაბალანსების გარეშე სახელმწიფო დამატებით ხარჯს ვერ გაიღებს.

„ჩვენ ვსაუბრობთ, რომ კრიზისი არის გლობალური და საქართველოს ეკონომიკაზე ამას ექნება ზეგავლენა, ჩვენ ვამბობთ, რომ ეკონომიკური პარამეტრების შემცირება ერთად დავადასტურეთ სავალუტო ფონდთან. ჩვენი სამიზნე ობიექტი პირველ რიგში არის სოციალური დახმარება მოქალაქეებისთვის, მეორე ჩვენი დახმარება ნაწილობრივ მოქალაქის და ნაწილობრივ კომპანიისთვის და მესამე კომპანიებისთვის, რათა კომპანიები ლიკვიდაციას გადავარჩინოთ.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება კომუნალური ხარჯების დაფარვაზე, რაც შეეხო მილიონ ორასი ათას ოჯახს, ოჯახს და არა ადამიანს, ასევე ბანკებთან მოვახდინეთ სესხის გადავადება, რითაც ისარგებლა 600 000 – მა ფიზიკურმა პირმა, ეს იყო ცეცხლის ჩაქრობა და არავინ ეძახის ამას ანტიკრიზისულ გეგმას, ამდენს მოგცემთ და ამას ვიზამთ ეს არის უპასუხისმგებლო განცხადებები, საქართველო ვერცერთ დამატებით ხარჯს ვერ გაწევს თუ ეკონომიკა არ იქნა დაბალანსებული, ასე მეც შემიძლია გამოვიდე და განვახცადო თითოეულ ოჯახს მივცე 3000 ლარი, ამას უნდა დაბალანსება, ასევე გავითვალისწინეთ თანხა ადამიანებისთვის, ვინც დაკარგა სამსახურები, ჯამში – 1200 ლარი, ამ ადამიანებისთვის არის დარეზერვებული 450 მილიონი ლარი.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები