“კრიზისების დროს არჩევნები არ იმართება” – კობა ნარჩემაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე 

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კობა ნარჩემაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მათ მოთხოვნებს, ობიექტური, სამართლებრივი და მატერიალისტური საფუძველი არ გააჩნია.

​როგორც კობა ნარჩემაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარტია “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს მოქალაქეები დაარწმუნოს, თითქოს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია შექმნილი.

“მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქვეყნაში არანაირი კრიზისი არ არის. ეს არის ოპოზიციის მცდელობა საზოგადოება, როგორც გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით შეცდომაში შეიყვანონ და დაარწმუნონ, რომ რაღაცა კრიზისია. კრიზისების დროს არჩევნები არ ტარდება. ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ, პატივი უნდა ვცეთ მთავარ დოკუმენტს – კონსტიტუციას, რომელიც ძალაში დეკემბრის შუა რიცხვებში, მას შემდეგ შევა, რაც ფიცს დადებს ახლად არჩეული პრეზიდენტი. კონსტიტუციაში მკაფიოდ არის დაწერილი, როგორ უნდა ჩატარდეს საქართველოში არჩევნები,“- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

 

მსგავსი თემები