კრემლი საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრაზე მუშაობს

კრემლში საქართველო-რუსეთის პირველი პირების შეხვედრის საკითხს განიხილავენ. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ავრცელებს.

როგორც რუსი დიპლომატი აცხადებს, ამ შეხვედრის მოსამზადებლად ორივე მხარე მუშაობს. “ასეთი შეხვედრის ორგანიზება შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის მომზადება და მუშაობაა საჭირო, რომ შეხვედრა შედეგიანი აღმოჩნდეს. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ“, – აცხადებს კარასინი.

რუსი დიპლომატის თქმით, კრემლი საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებსაც აკვირდება და აფასებს, რომ ის ანტირუსული ხასიათის არ იყოს.

მსგავსი თემები