კორონავირუსმა ჩინეთის ყველა რეგიონი მოიცვა

„ბიბისის“ ცნობით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა ტიბეტშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი უკვე გავრცელებულია კონტინენტური ჩინეთის ყველა რეგიონში.

ახალი ტიპის კორონავირუსს ბოლო მონაცემებით 213 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 9692-ს შეადგენს, მათგან 1500-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისათვის, ინფექცია უკვე გავრცელებულია 18 სხვა ქვეყანაშიც.

ამის ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

https://mcm.ge/%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9d-%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98/

მსგავსი თემები