კორონავირუსი ზედაპირებზე შეხებით ნაკლებად ვრცელდება – ახალი კვლევა

“ვაშინგტონ პოსტის” ინფორმაციით, „კოვიდ-19“ ძირითად შემთხვევებში, ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება და ნაკლებად ზედაპირებთან შეხებით.

ახალი კვლევის თანახმად, დაავადება მარტივად ვრცელდება ადამიანებს შორის ახლო კონტაქტის დროს. კლამასთან, ვირუსი ნაკლებად ვრცელდება ინფიცირებულ ზედაპირებზე შეხების ან ინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტის შედეგად.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპიკერი, კრისტენ ნორდლუნდი აცხადებს, ვირუსი ყველაზე ხშირად ინფიცირებული ადამიანისგან გადადის და ამიტომ სოციალური დისტანციის ზომების შენარჩუნება ვირუსისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.

მსგავსი თემები