„კორონავირუსი“ გერმანიში, ინფიცირებულია 4 ადამიანი

გერმანული გამომცემლობა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გერმანიაში, კერძოდ კი ბავარიაში „ახალი კორონავირუსის“ 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც გამომცემლობა წერს, ინფორმაციას ჯანდაცვის ადგილობრივი რგოლის ადასტურებს.

გამომცემლობის ინფორმაციით, მთლიანობაში, „ახალი კორონავირუსით“ ინფიცირებულია 4 ადამიანი.  1 შემთხვევა  რამდენიმე დღის უკან გამოვლინდა, 3 შემთხვევა კი ახალია.

როგორც ირკვევა, ყველა დაინფიცირებულ ადამიანს კონტაქტი ჰქონდა ჩინელ ქალთან, რომელიც იმ კომპანიაში მუშაობს, სადაც დანარჩენი 3 ადამიანი.     

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, „კორონავირუსით“ გარდაცვლილთა რაოდენობა ამ ეტაპისთვის 132 ადამიანია.  


მსგავსი თემები