კორონავირუსი ადამიანებზე შესაძლოა პანგოლინების საშუალებით გავრცელდა

ახალი კორონავირუსი ადამიანებზე შესაძლოა, პანგოლინების საშუალებით გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ სავარაუდოდ, ვირუსი ღამურებიდან ჯერ პანგოლინებს გადაედო, შემდეგ კი, პანგოლინებით არალეგალური ვაჭრობის დროს, ადამიანებზე გავრცელდა.

პანგოლინის ხორცი რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთში დელიკატესად მიიჩნევა, ასევე მისი ჯავშნის ქერცლს აქტიურად იყენებენ ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში. შესაბამისად, შავ ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია.

მიუხედავად იმისა, რომ პანგოლინი საერთაშორისო კანონმდებლობით არის დაცული, ის აზიაში არალეგალური ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლია.

მსგავსი თემები