„კორონავირუსის“ ცხოველიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტები არ არსებობს, ადამიანიდან ცხოველზე – კი

მსოფლიოში კორომავირუსის ცხოველიდან ადამიანზე გადადების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა, მაგრამ ადამიანიდან ცხოველზე – კი. ამ მხრივ, მსოფლიოში რამდენიმე შემთხვევაა ცნობილი. 

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსის ვახტანგ ლომჯარიას ინფორმაციით, მსოფლიოში ადამიანიდან ცხოველზე გადადების მხოლოდ სამი შემთხვევაა ცნობილი.

“ერთი ჰონგ-კონგში მოხდა, მეორე კი ნიუ-იორკში, როდესაც ვეფხვს გადაედო ვირუსი და ბელგიაში კატაზე გადადების ფაქტი. ამ ეტაპზე, რამე საფრთხე რომ არსებობდეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და დაავადებათა კონტროლი შესაბამისად უპასუხებდნენ. ზოგადად, კორონავირუსი გავრცელებულია ცხოველებშიც, მაგრამ კოვიდ-19-თან დაკავშირებით ცხოველები საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანებისთვის და რამე დამატებითი ზომების მიღება არ არის საჭირო”, – განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ “მედიაცენტრ მთავარში”.

მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები