კორონავირუსის შემთხვევა ესპანეთშიც დაფიქსირდა

„როიტერის” ინფორმაციით, ესპანეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. 

მედიის ინფორმაციით, ვირუსი კანარის კუნძულებზე მყოფ ადამიანს დაუდასტურდა. ის ერთ-ერთი იყო ხუთ პირს შორის, რომლებსაც ექიმები აკვირდებოდნენ. მათი იზოლირება მას მერე მოხდა, რაც გაირკვა, რომ კონტაქტი ჰქონდათ გერმანელ მამაკაცთან, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა.

მსგავსი თემები