კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, ხოლო ორი არსებული პაციენტების კონტაქტებია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, ორი კი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია.

ეზუგბაიას თქმით, სატვირთო მანქანის მძღოლი კარანტინში იმყოფებოდა.

„სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის სატვირთო მანქანის მძღოლი, დანარჩენი ორი უკვე არსებული, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია. ახალი პაციენტი არ ჩვენს ცენტრში არ შეუყვანიათ“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 32 პაციენტი მკურნალობს, ხოლო კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათ კლინიკა უკვე დატოვეს.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 153 პაციენტი მკურნალობს.

მსგავსი თემები