“კორონავირუსის პანდემია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სერიოზული კრიზისია” – ერდოღანი

“კორონავირუსის პანდემია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სერიოზული კრიზისია”, – ამის შესახებ   თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თურქეთმა ახალი მსოფლიო წესრიგის გარდაქმნაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიიღო.

„თურქეთი ისევე, როგორც დანარჩენი მსოფლიო, კორონავირუსთან დაძაბულ ბრძოლაშია ჩართული. ვხედავ, რომ ეპიდემიის სტაბილიზირება ხდება. ეკონომიკური შედეგებით ეს ეპიდემია ყველაზე სერიოზული კრიზისია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთში შეზღუდვები რამადანის თვის განმავლობაშიც იმოქმედებს, ხოლო შემდეგ კი ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რიტმს ეტაპობრივად დაუბრუნდება.

მსგავსი თემები