კორონავირუსის ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და შიდა გადაცემას არ უკავშირდება.

მისივე თქმით, აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

„939 პაციენტი იყო დადასტურებული, დაემატა ოთხი ახალი შემთხვევა და გვყავს 943. გამოჯანმრთელებულებიც ოთხით გაიზარდა და ამჟამად არის 821. ოთხი ახალი შემთხვევა ყველა შემოტანილია, არც ერთი არ არის შიდა გადაცემით გავრცელებული. ორი გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ხოლო ორი სხვა ქვეყნებიდან შემოსული ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განმარტებით, საქართველოში კორონავირუსისგან ინფიცირებულების უკვე 87 პროცენტი გამოჯანმრთელდა, ამჟამად კოვიდ-ცენტრებში კი 107 პაციენტი მკურნალობს.

მსგავსი თემები